მეუფე გრიგოლი - ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, როდესაც უცხო ქვეყანაში შეჭრილი სახელმწიფო აცხადებს საღვთო ომს

ვხედავთ,  რა ხდება უკრაინაში, როდესაც უცხო ქვეყანაში შეჭრილი სახელმწიფო აცხადებს საღვთო ომს, რომ ეს არის ზეციური ძალებისა და ჯოჯოხეთის ძალების ბრძოლა, -  ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლმა განაცადა. 

მისი თქმით, უკრაინა, რომელიც იცავს თავის სახელმწიფოებრიობას და ასევე მისი მოკავშირეები, აგრესორის მიერ გამოცხადებულია ჯოჯოხეთის ძალებად. 

"დღეს რომ ადამიანი გადაწყვეტს სასულიერო პირი გახდეს,  მისი მხრიდან ეს დიდი სულიერ ძალას  საჭიროებს. ჩვენს მღვდელმთავრებს, არა მარტო აქ,  ძალიან სერიოზულ სირთულეებთან უწევს გამკლავება. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით გავუძლებთ ამ ყველაფერს, თუმცა წინ კიდევ გველოდება არაერთი სიმძიმე და სირთულე, როგორც ეკლესიაში ისე, ამ ქვეყანაში.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ, უკრაინაში, როდესაც უცხო ქვეყანაში შეჭრილი სახელმწიფო აცხადებს საღვთო ომს, რომ ეს არის ზეციური ძალებისა და ჯოჯოხეთის ძალების ბრძოლა. ჯოჯოხეთის ძალებში იგულისხმება უკრაინა და ის ვინც უკრაინას ეხმარება, რომ მან დაიცვას თავისი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც არ  თვლიან ერად და სახელმწიფოდ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი სიახლეები