სალივანი - ხერსონი უკრაინის შესანიშნავი გამარჯვებაა

ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლა უკრაინის შესანიშნავი გამარჯვებაა, მაგრამ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიყვანა მთელი თავისი ძალები მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"როგორც ჩანს, რუსებმა მართლაც უკან დაიხიეს და უკრაინელებმა მართლაც შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომელიც რუსეთმა ამ ომში მიიტაცა, უკრაინის დროშის ქვეშ დაბრუნდა", - განაცხადა სალივანმა.

ამავდროულად, მან უარყო, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი ღიაობის დემონსტრირებას სთხოვდა.

"უკრაინა კონფლიქტის მშვიდობის მხარეა, რუსეთი კი ომის მხარე. რუსეთის ფედერაციას შეუძლია თავისი ჯარების გაყვანა და ომი შეწყვიტოს, ხოლო თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ ბრძოლას, ეს იქნება უკრაინის დასასრული", - განაცხადა სალივანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები