თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს საარტილერიო ჭურვებს და GMLRS რაკეტებს HIMARS-ისთვის.

ამავდროულად, თეთრმა სახლმა მიმართა აშშ-ის კონგრესს, სწრაფად მიიღონ კანონპროექტი უკრაინის მხარდასაჭერად დაფინანსების გამოყოფის შესახებ. სალივანმა გაიმეორა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ "დრო მიდის" და უკრაინას დახმარება სჭირდება.

ეს არის უკრაინის სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ.

უკვე რამდენიმე თვეა, აშშ-ის კონგრესი ვერ ამტკიცებს უკრაინის დახმარების ახალ დაფინანსებას. როგორც CNN წერს, წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის ფინანსურ დახმარებას მარტის ბოლოს ან აპრილში შეიძლება დაუჭიროს მხარი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები