სალივანი - აშშ-ს სჯერა უკრაინის, უკრაინას კი აშშ-ის უნდა სჯეროდეს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა უკრაინის გამარჯვების რუსეთთან ომში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

"ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, მდგრად და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია ებრძოლოს მომავალ აგრესიას და ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყველა ეტაპზე. ასევე აქ ვარ იმისთვის, ვთქვა, რომ თქვენ უნდა გქონდეთ შეერთებული შტატების რწმენა", - განაცხადა სალივანმა.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, უკრაინაში ბევრი კითხვა ჩნდება იმის გამო, რომ დახმარების პაკეტი კონგრესის მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული.

"ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ უკრაინას ამ დახმარებას გავუწევთ", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები