სალივანი - აშშ უკრაინის საკადრო საკითხებში ჩარევას არ აპირებს, ეს მათი შიდა საქმეა

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში საკადრო საკითხებში ჩარევას არ აპირებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ამერიკულ არხზე CBS-News-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ჰკითხა სალივანს, მართლა აცნობა თუ არა უკრაინამ თეთრ სახლს ზალუჟნის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკადრო გადაწყვეტილებები უკრაინის შიდა საქმეა.

"საკადრო გადაწყვეტილებებისგან ჩვენ შორს ვართ. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და უკრაინის პრეზიდენტის უფლება თავად მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უბრალოდ არ ვაპირებთ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ჩართვას. ჩვენ ეს პირდაპირ ვუთხარით უკრაინელებს“, - განაცხადა სალივანმა.

29 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ ზალუჟნი თანამდებობიდან გათავისუფლებას გეგმავდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია უარყვეს.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკი სულ მცირე განიხილავდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გათავისუფლების შესაძლებლობას. "ბლუმბერგის" მიხედვით, პრეზიდენტსა და არმიის მეთაურს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება აქვთ, მათ შორის მობილიზაციასა და სამხედრო სტრატეგიაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები