პაატა ზაქარეიშვილი - არანაირი ვარიანტი არ არსებობს, გარდა "ქართულ ოცნებასთან“ მიბმული მდიდარი ადამიანებისა, სხვა იყოს ოლიგარქი

არანაირი ვარიანტი არ არსებობს,  გარდა "ქართულ ოცნებასთან“ მიბმული მდიდარი ადამიანებისა, სხვა იყოს ოლიგარქი, -   ამის შესახებ  ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი,  ვისზეც დამოკიდებულია ქვეყანაში პარლამენტის სპიკერებისა და პრემიერების ცვლა, არის ივანიშვილი. 

"დღეს, როდესაც "ქართული ოცნება“ ებრძვის წარსულს ჩაბარებულ "ნაციონალურ მოძრაობას“,  ეს ნიშნავს,  რომ მათ არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება მასზე,  თუ რა ხდება დღეს. ძალიან მნიშვნელოვანია, გაირკვეს ტერმინები, ოლიგარქი  ყოველთვის არის ის, ვინც არის ხელისუფლებასთან ყოფნით მართავს სიტუაციას,  შეიძლება კეზერაშვილი ხვალ აღმოჩნდეს, მაგრამ დღეს ვინც იყენებს  ხელისუფლებას ბიზნესისთვის და ბიზნესს იყენებს ხელისუფლებისთვის,  არანაირი ვარიანტი არ არსებობს გარდა „ქართულ ოცნებასთან“ მიბმული მდიდარი ადამიანებისა, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა იქნება,  იყოს ოლიგარქი. თუ მათ იციან, რომ პარლამენტის სპიკერების, პრემიერების მოსვლა- წასვლა იყო ივანიშვილზე დამოკიდებული, მაშინ ისაა ოლიგარქი, გახარიას წასვლის შემდეგ დაიწერა ივანიშვილის წერილი, თუ წასულია და რაღა საჭირო იყო წერილი?“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა, 

მისი თქმით, არ არსებობს ისეთი ოლიგარქი,  მეცენატიც რომ არ იყოს. 

"არ არსებობს ოლიგარქი დედამიწის ზურგზე მეცენატი რომ არ იყოს. ყველა ოლიგარქი ეხმარება ვიღაცას, ეგ კიარა, ნიუ-იორკში მაფიოზები რომ იყვნენ, ალ კაპონე და სხვები, გამოდიოდნენ და ღარიბ ადამიანებს უფასო საჭმელს ურიგებდნენ  და ძალიან  პოპულარულებიც იყვნენ“, - განაცხადა  ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები