პაატა ზაქარეიშვილი - როცა საუბარია ადამიანზე, რომელიც გაურბის საფრთხეს, მას დახმარების ხელი უნდა გაუწოდო

როცა საუბარია  ადამიანზე,  რომელიც გაურბის საფრთხეს, მას დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, - ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველომ უნდა შემოუშვას ის პირები,  რომლებიც რუსეთის მობილიზაციას გაურბიან.  

"როცა ადამიანზეა საუბარი  და არა სახელმწიფოზე,  აქ ჰუმანიტარული საკითხები შემოდის. მე მაქვს ჩემი ღირებულებები, ესაა ქრისტიანული და  ევროპული ღირებულებები. მიმაჩნია, რომ გაჭირვებულ ადამიანს ხელი უნდა გაუწოდო, ბევრი ადამიანი დაღუპულა, სიცოცხლე გაუწირავს სხვა ადამიანის გადასარჩენად, ხშირად მტრის გადასარჩენადაც კი. სკოლაში იმიტომ გვასწავლიან და წიგნებს გვაკითხებენ, რომ გავიზრდებით, ადეკვატურები ვიყოთ ცივილიზაციასთან მიმართებით. 

დღეს ცივილიზაცია საქართველოსგან მოითხოვს გაჭირვებულის მხარდაჭერას. საქართველო არაა დამოკიდებული რუსეთზე არც გაზით და არაფრით. ჩვენზე უფრო დისტანცირებული რუსეთისგან დედამიწის ზურგზე არცერთი სახელწიფო არაა.  ამიტომ უფრო თამამები  უნდა ვიყოთ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები