ლევან ხაბეიშვილი - მე ვიქნები "ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში

ნებისმიერი ფორმატით მზად ვართ გავიმარჯვოთ, ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ნებისმიერი ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის. მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან და წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვოთ პარტიის შიგნით, შემდეგ ეს პროცესი გადავიტანოთ მთლიანად ქვეყანაში, რადგან შიდა არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია გარე მტერი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩემი ოჯახი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პლატფორმა, სადაც ვუყურებ, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება ამ პარტიის გარეშე არის წარმოუდგენელი. მე ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. საქმეს როცა სჭირდებოდა ვიყავი დამკვირვებელიც, კომისიის წევრიც, პარტიის წარმომადგენელიც და შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. გავიმარჯვებ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები