ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამოქალაქო და სამხედროებს შორის უკრაინის შესაძლო დანაკარგები დაასახელა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად სავარაუდოდ, 20 000 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, უკრაინელ სამხედროებს შორის დანაკარგი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩას საშინელებები. სავარაუდოდ, დღემდე დაიღუპა 20 000 მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუსახელებია კონკრეტული წყაროები, რომელზეც დაყრდნობითაც მონაცემები დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები