ურსულა ფონ დერ ლაიენი - შეგნებულად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, მინდა ვიყარო კენჭი მეორე ვადით

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.

"დღეს მე შეგნებულად ვიღებ ამ გადაწყვეტილებას: მინდა ვიყარო კენჭი მეორე ვადით“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ფონ დერ ლაიენმა მიიღო გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მხარდაჭერა, რომლის წევრიც ის არის.

ევროკომისიის პრეზიდენტი ხუთწლიანი ვადით ივნისში აირჩევა. ევროკომისიის არჩეული ხელმძღვანელის უფლებამოსილება ევროპარლამენტის არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ შედის ძალაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი ქალია, რომელიც 2019 წელს ევროკომისიის პრეზიდენტი გახდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები