ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, პუტინმა უნდა წააგოს

რუსეთი იბრძვის იმისთვის, რომ დაასრულოს უკრაინა, უკრაინა კი იმისთვის, რომ დაასრულოს ომი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე განაცხადა.

"რუსეთი იბრძვის წარსულისთვის, უკრაინა კი უკეთესი მომავლისთვის. რუსეთი ანგრევს, უკრაინა კი თავს იცავს. არსად იმაზე უკეთ არ ჩანს ეს კონტრასტი, ვიდრე ბრძოლებით დაქანცულ ქალაქ ხარკოვში. ორი წლის წინ ხარკოვში ხალხმა განდევნა რუსეთის ჯარი და მას შემდეგ მათ არა მხოლოდ აღადგინეს, არამედ თავიდან გახსნეს თავიანთი კულტურული ცენტრების კარები, მოამზადეს გეგმა უფრო მწვანე ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციული ინდუსტრიებისა და ინოვაციური სტარტაპების კერად უნდა იქცეს, მაგრამ რუსული ბომბები ახლა ისევ ცვივა ციდან.

სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს ბერლინში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. პუტინმა უნდა წააგოს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ ის ფერფლიდან აღდგეს. ეს პირველ რიგში ნიშნავს უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდებას, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება. გასულ წელს მე ვთქვი, რომ უკრაინას უნდა გადავცეთ უკრაინას გაყინული რუსული აქტივები და ახლა ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ, საერთაშორისო სამართლის წესების გათვალისწინებით. ეს არის დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი, რომლის 90% მოხმარდება თავდაცვას, ხოლო 10%  - რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, ჩვენ ამ საკითხზე მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ დიდი შვიდეულის სამიტზეც ვისაუბრებთ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები