ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი ამოცანაა, პუტინის მეგობრებს გადამწყვეტი პასუხი გავცეთ

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის კამპანია დაიწყო. საბერძნეთში გამოსვლისას მან პირობა დადო, რომ პუტინის მხარდამჭერებს პასუხს გასცემს.

”რუსეთი არა მხოლოდ ცდილობს უკრაინის წაშლას, არამედ რუსეთის აგრესია უფრო ფართოა: ის წლების განმავლობაში ახორციელებს ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროპის წინააღმდეგ, კიბერშეტევების, სოციალური მედიის მანიპულირების, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციის გზით”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროპაში "პუტინის მეგობრები“ პოპულისტების ან დემაგოგების საფარქვეშ ცდილობენ "გადაწერონ ისტორია“ და ევროპელების "მომავალი“ მოიპარონ. საუბარია ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიებზე.

"არ აქვს მნიშვნელობა ეს არის AfD გერმანიაში, თუ Assemblement National საფრანგეთში, თუ Konfederacja პოლონეთში, თუ სხვა. სახელები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მიზანი ერთია: ისინი არღვევენ ჩვენს ღირებულებებს და სურთ ჩვენი მომავლის მოპარვა. მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში, ჩვენი ამოცანაა, გადამწყვეტი პასუხი გავცეთ", - განაცხადა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წამყვანი კანდიდატია.

ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წლის 6-9 ივნისს არის დაგეგმილი. ეს არის პირველი არჩევნები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ.

2024 წელს, ისტორიაში პირველად, არჩევნები 70-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები