ლევან ბეჟაშვილი - ამ ადამიანებზე რაღაც კნინობით ფორმაში და არდაშვებაზე საუბარი არის ქოცური ნარატივი

ამ ადამიანებზე რაღაც კნინობით ფორმაში და არდაშვებაზე საუბარი არის ქოცური ნარატივი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.  

ბეჟაშვილის თქმით, წითელი ხაზები იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ქვეყნისა და პარტიის ისტორია შექმნა, არ უნდა არსებობდეს.

"ახალაია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, კეზერაშვილი, სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის როდის მერე გახდა სამარცხვინო?! ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი დამსახურება, მათ შექმნეს ჩვენი პარტიის ისტორია, ქვეყნის ისტორია, გააკეთეს ძალიან ბევრი კარგი საქმე ამ ქვეყნისთვის პირადი თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხარჯზეც კი. ბევრმა მათგანმა, ვანომაც, ბაჩომაც, პირადად მოიხადეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ციხეში და ხმა არ გაუღიათ. ამ ადამიანებზე რაღაც კნინობით ფორმაში და არდაშვებაზე საუბარი არის გაუმართლებელი და მიუღებელი, ეს არის ქოცური ნარატივი. 

რაც შეეხება ფარულ გავლენებს - თვითონ პარტიის თავმჯდომარეც საუბრობდა, რომ ეს ურთიერთობა მანამდეც არსებობდა, მაგრამ მუნიციპალური არჩევნების დროს საკრებულოს სია მელიამ შეადგინა და მას არავინ ჩარევია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.  

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის ადამიანები,  ვინც პარტიაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას ახდენენ, ავანსცენაზე ღიად უნდა გამოვიდნენ და პარტიის საქმიანობაში ღიად ჩაერთონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები