შალვა ნათელაშვილი - ამ ბიჭების სიცოცხლეზე მთლიანად აგებს პასუხს ივანიშვილის ხროვა, თავის ღარიბაშვილიან-საპარლამენტო უმრავლესობიანად

ამ ბიჭების სიცოცხლეზე მთლიანად აგებს პასუხს ივანიშვილის ხროვა, თავის ღარიბაშვილიან-საპარლამენტო უმრავლესობიანად, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები დაქირავებულ მებრძოლებად გამოაცხადა,  რითაც ხელები გაუხსნა რუსეთს მათი განადგურებისთვის. 

"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე,  რომ ქართველი პატრიოტები, წასული უკრაინაში საომრად წარმოადგენენ დაქირავებულ მებრძოლებს, ფაქტობრივად ხელები გაუხსნა რუსეთს მათი განადგურებისთვის, რადგან როგორც მოგეხსენებათ,  ჟენევის კონვენციებით,  ომის დროს მიმდინარე ჰუმანიტარული ნორმები დაქირავებულზე არ ვრცელდება. ანუ, ის შეიძლება დააპატიმრო ან დახვრიტო, ლიკვიდაცია გაუკეთო ადგილზე. მეტი დანაშაული მომავლის, ერის წინაშე, რა შეიძლება ჩაიდინოს ხელისუფლებამ, რომელიც აცხადებს, პრაქტიკულად აანონსებს საკუთარი ხალხის მკვლელობას, რომლებიც იბრძვიან იმ მტრის წინააღმდეგ, ვინც ჩვენ სახელმწიფო დაგვიშალა? ამით გათამამებული მოსკოვი ყოველდღე ყოველდღე აანონსებს სპეცოპერაციის ჩატარებას ქართველი ბატალიონების წინააღმდეგ უკრაინაში. აცხადებენ, რომ ქართველი მებრძოლი წარმოადგენს ყველაზე სასტიკ მოვლენას უკრაინაში, რომლებიც ექვემდებარებიან ლიკვიდაციას. ვიმეორებ, ამ ბიჭების სიცოცხლეზე მთლიანად აგებს პასუხს ივანიშვილის ხროვა, თავის ღარიბაშვილიან-საპარლამენტო უმრავლესობიანად.

ჩვენ უკვე დღეიდან ვიწყებთ მუშაობას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროპაში შექმნილ საგანგებო ტრიბუნალთან, რათა პუტინის ხროვის შემდეგ სათანადო ადგილი მიეჩინოს ივანიშვილსა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებმაც სასიკვდილოდ გაწირეს ჩვენი პატრიოტი ბიჭები“, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მისი თქმით, ქართველი სამხედროებისა და სპეცრაზმელების მონაცემების რუსეთისათვის გადაცემა, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები