შალვა ნათელაშვილი - ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების პროტესტმა საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება უნდა დათმოს და ახალი არჩევნები გამოაცხადოს.

"ყოველი ქართველი ოცნებობს, იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური "ქართული ოცნების" გარეშე. მე წინადადებას ვაძლევ "ქართულ ოცნებას", ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტავად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე. 

სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს. 

რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა, არამარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე, ამ დღეების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც განთავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა ამ აგენტების კანონის მეშვეობით", - განაცხადა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები