დრეზდენში შეიარაღებული მამაკაცი ჯერ რადიოსადგურში, შემდეგ სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

გერმანიაში, დრეზდენში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა რადიოსადგურს, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა. 

ზოგიერთი მონაცემებით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი "რადიო დრეზდენის" შენობაში შეჭრა სცადა. როდესაც პოლიცია რადიოსადგურთან მივიდა, მსროლელი მანქანაში ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ გაემართა.

მოგვიანებით, თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში შევიდა, სადაც მან  რამდენიმე ადამიანი სავარაუდოდ, მძევლად აიყვანა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს, ოპერაციის დროს ის დაიჭრა, თუმცა მძევლების გადარჩენა უვნებლად მოხერხდა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები