პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტნიორებს უკრაინისთვის ასი ტანკის მიწოდება მარტივად შეუძლიათ

საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ მარტივად შეაგროვონ ასი ტანკი, რათა გადასცენ უკრაინას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სთან და შესაძლოა, კანადასთან ერთად, "დიდი სირთულის გარეშე“ შეუძლიათ უკრაინისთვის 100 ტანკის მიწოდება.

"ყოველი დაგვიანება უკრაინის დამცველების წინაშე სასიკვდილო ცოდვაა, ეს ამ ადამიანების სიცოცხლის ფასად უჯდებათ და ამიტომ ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ გამოცდის ჩაბარება“, - განაცხადა ოჩეპამ.

გერმანიამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემს. გერმანიის გადაწყვეტილებამ ასევე მწვანე შუქი აუნთო სხვა ქვეყნებს უკრაინელი სამხედროებისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდებას.

უახლესი ამბები