გერმანიამ შესაძლოა, უკრაინას 160-მდე Leopard 1-ის ტანკი მიაწოდოს

უკრაინას შეუძლია, მიიღოს 160-მდე Leopard 1-ის მთავარი საბრძოლო ტანკი გერმანიის სამრეწველო საწყობებიდან. კომპანიებს - Rheinmetall-სა და FFG-ს შეუძლიათ თავიანთი მანქანების მნიშვნელოვანი ნაწილის განახლება, - ინფორმაციას Handelsblatt ავრცელებს.

მწარმოებელი Flensburger Fahrzeugbau (FFG) ამბობს, რომ მას აქვს 99 Leopard 1 ტანკი, ხოლო Rheinmetall-ს აქვს კიდევ 88 Leopard 1 მთავარი საბრძოლო ტანკი. ტანკი არის Leopard 2-ის წინამორბედი, რომლის 14 ერთეული უკრაინამ უკვე უნდა მიიღოს გერმანიიდან.

Leopard-ის ტანკების მიწოდებით უკრაინის არმიის ძალა საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება სრულად აღჭურვილი FFG-ისა და Rheinmetall-ის საბრძოლო მანქანები. საწარმოს ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. კომპონენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს "ლეოპარდის" სხვა ტანკების განახლებისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაფარავს რეკონსტრუქციის ხარჯებს.