გიორგი კირთაძე - ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი

გიორგი კირთაძე "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება. 

მისი თქმით, რჩება პარტიაში რიგით წევრად და ლევან ხაბეიშვილს წარმატებებს უსურვებს.

"გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის. 

რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი", - განაცხადა კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები