გიორგი კირთაძე - წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეობის სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღო. 

"ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ამ დროს იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტის, ცვლის ბათუმელების ნებას. 

ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები