გიორგი კირთაძე - ჩვენ ვტოვებთ პარტიას, თუ ნიკა მელია ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით

"ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.

როგორც კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ნიკა მელია ახალ პარტიას დააფუძნებს, ისინი მას შეუერთდებიან.

"ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს - ჩვენ ვტოვებთ პარტიას. ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები, ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან, დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით", - განაცხადა კირთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები