გურამ მაჭარაშვილი - ვის რაში სჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" მანდატები და მით უმეტეს, ოფისი?

ვის რაში სჭირდება "ნაციონალური მოძრაობის" მანდატები საკრებულოში ან პარლამენტში და მით უმეტეს, ოფისი? თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რაიმე წონა აქვს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ მოძრაობა "ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

"ის თუ იცის, რომ არაფერი ღირს, არაფერს ვის სთავაზობს? ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობა არასერიოზულობით დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. მან აღიარა, რომ არის მერაბიშვილ-კეზერაშვილი. პარტიის დაშლა დაწყებულია და ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა ჩაანაცვლოს ეს ძალა. ლევან ხაბეიშვილი არ არის სერიოზული – პარტიაში მივიდა და ცარიელი ოფისი დახვდა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამბობენ, რომ ამ პარტიაში გაიმარჯვა არაფორმალურმა მმართველობამ. არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში ეძებდნენ და საკუთარ პარტიაში მიიღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მზად არის, დათმოს მანდატები პარლამენტში, საკრებულოებში და პარტიის ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები