კალიურანდი - არ გვინდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას,  გაითვალისწინოს ყველაფერი, რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ღირსება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მესამე პრეზიდენტს მისცემენ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას, ეს ნამდვილად შეამცირებს პოლარიზაციას ქვეყანაში. 

"ამ რეზოლუციას მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ მიიღეს უდიდესი უმრავლესობით, თუმცა იყო ერთი შესწორება, რომელიც ეხებოდა ბატონ ივანიშვილს და რომელსაც მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა არ დაუჭირა. ზოგადად რეზოლუციაში ახალი არაფერია, ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს შეშფოთება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ მდგომარეობაზე, ჩვენ არ გვინდა, რომ  ეს საკითხი პოლიტიკური პოლარიზაციის გამომწვევი იყოს საქართველოს საზოგადოებაში. 

ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს პუნქტი, რომელიც საშუალებას იძლევა,  რომ პატიმარი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, რათა დაიცვას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ღირსება და ა.შ", - განაცხადა კალიურანდმა "მთავარ არხთან". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები