კალიურანდი - მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი, არჩევანი თქვენზეა

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა, მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

"საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება არა იმიტომ, რომ რუსული ჯარების სოხუმიდან განდევნა ვერ მოახერხა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სასამართლო საქმეებია და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, იმის გამო, რომ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ ხელისუფლება სიძულვილის ენას იყენებს დასავლელი დიპლომატების, ევროპარლამენტარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმის გამო, რომ უცხოელი აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემის უფლებების დაცვა შეადარა უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე, იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა და ხელისუფლებას ჯიუტად არ სურს შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, ასევე იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები გაიხსნა.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა და შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. მმართველმა პარტიამ და ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს ორი გზიდან ერთ-ერთი. ერთი გზა მიდის ევროპული მომავლისკენ, მეორე კი წარსულში ბრუნდება. არჩევანი თქვენზეა", - განაცხადა კალიურანდმა.

მისივე თქმით, დასავლეთი დაიღალა იმის მოსმენით, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.

"ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროპული ინსტიტუტებიდან და დასავლელი პარტნიორები უკვე დაღლილები არიან საქართველოს მმართველი პარტიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმის მოსმენით, რომ თითქოს ჩვენ ვცდილობთ საქართველო ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე დავიყოლიოთ და ომში ჩავითრიოთ. ეს არის კრემლის პროპაგანდისტული ხრიკი და ეს არის ტყუილი. ჩვენ არ გვსურს ომი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები