კალიურანდი - ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ

ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

"მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა  - "ევროპარლამენტმა სჯობს საკუთარ თავზე იზრუნოს. რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში". თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია გავაგრძელო. ყველა ციტატის გაგონება გსურთ? იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, არის ბრალდებები პარლამენტის წევრების მიმართ, არის ბრალდებები ევროპის პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციების და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, ეს მოულოდნელად არ მიგვიღია. 

ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად", - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა დეპუტატ მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ.

იქამდე მაია ბითაძემ სხდომაზე ისაუბრა, რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში. 

"ჩვენ ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, სანამ "ქართული ოცნება" მოვიდოდა სათავეში. ჩვენ ტელეფონით საუბრისაც კი გვეშინოდა. ფაქტობრივად ყველა ოჯახი იყო დაზარალებული. ფაქტობრივად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც იჯდა ციხეში, იყო წამების მსხვერპლი და ჩვენ არ გაგვიგია განსაკუთრებული შეშფოთება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს შეამცირებს ქვეყანაში პოლარიზაციას, იმიტომ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები პოლარიზაციის ზრდად უწყობს ხელს", - განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები