კალიურანდი - თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არასწორია, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს თქვენგან

უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

"მე როგორც სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, მაქვს ორი გზავნილი. პირველი - საქართველოს მოსახლეობა იყო ძალიან მკაფიო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. 

მეორე - ჩვენ არასდროს ჩაგითრევთ თქვენ არანაირ ომში. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს  და ტერიტორიულ მთლიანობას. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. 

გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი საკმაოდ ცალსახაა - უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ თქვენი ამჟამინდელი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები არის არასწორი, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვს და მოელის თქვენგან", - განაცხადა კალიურანდმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები