ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაცია - დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ

დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.

"14 თებერვალს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფოს მეთაური შეხვედრებს მართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მოსკოვში სამუშაო ვიზიტის და მისი მიზნების შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ოპერატიულად ეცნობათ. თუმცა, სხვადასხვა პერიოდული გამოცემებისა და ინტერნეტ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის პუბლიკაციებში დაიწყო არარეალური ცნობების გავრცელება ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ მესიჯების გავრცელება დაიწყო ზოგიერთმა მოქალაქემ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ აფხაზეთშიც.

გასაკვირია, რომ არცერთ მოქალაქეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციას ბოლო დღეებში არ მიუმართავს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის.

ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის სავარაუდო განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის შელახვაში.

აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება. პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრად დაცვით, რომლის გარანტიაც ის არის.

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაითვალისწინონ არასანდო წყაროებიდან მიღებული ცრუ ინფორმაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები