ბჟანია - პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები "პრაგმატულები" არიან.

"პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ შეიძლება, რაღაცამდე მიგვიყვანოს.

ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, - განაცხადა ბჟანიამ რუსულ მედიასთან.

მისივე თქმით, "აფხაზეთს სურს, ჰქონდეს ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან".

"თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები