ბჟანია - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერანაირ საომარ მოქმედებებს ვერ მოიგებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ "მეორე ფრონტის“ გახსნის შემთხვევაში,  "საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს“, თუმცა მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით მცდელობები მიმდინარეობს.

"ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მიმდინარე წლის აპრილში ძალიან მძიმე ვითარება იყო - იყო გადატრიალების მცდელობა (იგულისხმება ლაზარე გრიგორიადის მხარდამჭერი აქციები), მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია.

გააგრძელებენ თუ არა ასე, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც საომარ მოქმედებებს ვერ მოიგებს“, - აცხადებს ბჟანია.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება "სამხედრო გზებით“ შეუძლებელია, რადგან "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, თუმცა "სოხუმი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“.

"ვერანაირი მიზანი არ იქნება მიღწეული სამხედრო გზით. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მით უმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ეს არ გვაშინებს. ჩვენ გვინდა ვიმოქმედოთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილური მშვიდობის პირობებში - ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ“, - აცხადებს ბჟანია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები