დავით უსუფაშვილი - პუტინთან რომ ვინმეს შეეთვალოს ბოდიში თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია

"ლელოს" წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2012-2016 წლებში "თავისუფალი დემოკრატებისა“ და "რესპუბლიკელების“ პოზიციებით რუსები ძალიან შეშფოთებულ-აღშფოთებულები იყვნენ, თუმცა პუტინისთვის ბოდიშის შესახებ არაფერი სმენია.

"ეს ჩვენამდე აღწევდა კარასინი ხაზით. კარასინს ჰქონდა ნათქვამი, რომ ირაკლი ალასანია, მინისტრი ხიდაშელი, უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე უფრო რადიკალურ პოზიციებს იკავებენ. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა, ღიად გაცხადებული და რუსებს ეს რომ არ მოსწონდათ, არ გვიკვირდა. 

რაც შეეხება ფორმატით ჩვენამდე მოღწეულ ინფორმაციას, ჩვენამდე ისიც აღწევდა, რომ აბაშიძე ამ საკითხებზე უმეტესად საკადრის პასუხს სცემდა კარასინს. 

რაც შეეხება იმას, რომ ვინმეს პუტინთან ბოდიში შეეთვალოს თუ მადლობა, ამის შესახებ არაფერი მსმენია, ამ ტიპის საუბრის არც თანამონაწილე ვყოფილვარ და საერთოდ, პუტინთან ბოდიშის თემა გაუგებარი მოვლენაა.

ერთადერთი, მობოდიშების თემა მახსენდება არა რუსეთის და რუსეთის ლიდერს მიმართ, არამედ ეს ეხებოდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს საკითხს. საპარლამენტო ასამბლეაზე, უფლებების დარღვევის თაობაზე რეზოლუციას ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა. მაშინ იყო ასეთი ნათქვამი, რომ არა რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის ლიდერთან მობოდიშება მოუწია ივანიშვილს ჩვენი პოზიციის გამო. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს და პოზიციონირება არ უნდა შევცვალოთ. ასამბლეაში რეზოლუციისთვის ჩვენი მხრიდან ხმის მიცემის შემდეგ, გამოთქმული იყო უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნის მიმართულებით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერის მხრიდან მობოდიშება მოჰყვა და ეს მე ვიცოდი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ხათუნა სამნიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2014 წელს ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.

"ეს არ მითქვამს აქამდე ეთერში. მაგალითად, 2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ მაშინ "რესპუბლიკელები“, თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი. ანტირუსული განცხადებები გააკეთეს, დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, "რესპუბლიკელებს“, "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, შემეთვალა პუტინისთვის ბოდიშიო. დავით ბერძენიშვილს უთხრა, მე უფლება ავიღე, რომ ეს მეთქვა“, - განაცხადა სამნიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები