დავით უსუფაშვილი - ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში შექმნილია ვითარება, რომელიც იქნება შავი ლაქა

"ძალიან ვწუხვარ,  რომ დღეს საქართველოს პარლამენტში შექმნილია ვითარება, რომელიც იქნება შავი ლაქა და ამ შავ ლაქას მე არ დავარქმევ, ამას ისტორია დაარქმევს. დიახ, ეს არის შავი ლაქა, როდესაც ადმინისტრაციული ძალადობა ხდება, როდესაც კონსტიტუციით პარლამენტის წევრების ძალიან მკაფიოდ გარანტირებული უფლება 1/3-ის მხარდაჭერით შექმნან საგამოძიებო კომისია იბლოკება“, -  განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის დაბლოკვა უმრავლესობის მიერ არის პოლიტიკური დანაშაული.

"გაცხადებულია დაბლოკვის მიზანიც, რომ არ ვეთანხმებით ამასო. და ვინ გითხრათ ბატონებო, რომ თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ იმას, რასაც 50 კაცი მოითხოვს.  ეს თქვენი საქმე არ არის, რაში ეთანხმებით და რაში არა და როგორებად მიიჩნევთ იმათ. იმ 50 ადამიანს აქვს ეს უფლება და მორჩა. მის დაბლოკვა იმ გზებით და ხერხებით რაც ხდება ეს არის არა მხოლოდ უწესო და უკანონო, არამედ პოლიტიკური დანაშაული იმიტომ, რომ ასე იწყება ხოლმე ძალიან მძიმე გზა ხელისფლების უზურპაციისკენ და მერე ძალიან მძიმე დასასრულებით.

ის ამბები, რომ ყველაფერი ხდება რეგლამენტის შესაბამისად არის ტყუილი იმიტომ, რომ წინა პლენარული სხდომების კვირის განმავლობაში სამჯერ დაირღვა კანონის მოთხოვნა.  რეგლამენტი ამბობს, რომ საკითხი კენჭისყრაზე უნდა დადგეს თუ პარლამენტში არის კენჭისყრისთვის აუცილებელი რაოდენობის დეპუტატები და სამივეჯერ  ამ დარბაზში იყო იმდენი პარლამენტის წევრი, რაც საჭირო იყო ამ დადგენილების მისაღებად“, - განაცხადა დავით უსაფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები