დავით უსუფაშვილი - ანაკლიის პორტის ასაშენებლად სახელმწიფოს ახლა უკვე მინიმუმ 300 მილიონ ლარამდე მობილიზება დასჭირდება

პოლიტიკური ჯგუფის "ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს, იმ დანაკარგებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ ანაკლიაში პორტის არ აშენებით მიიღო.

"ეკონომიკური ზიანი - მინიმუმ რვა წლით გადაიდო საქართველოს გავლით უსერიოზულესი ტვირთბრუნვა. ღრმა წყლოვანი პორტით გასატარებელი ტვირთები დღეს საქართველოში ვერ შემოდის იმიტომ, რომ ჩვენს დღევანდელ პორტებში ასეთი გემები ვერ შემოდიან. ეკონომიკური ზარალი მივიღეთ ის, რომ 2020 წლიდან ამუშავებული პორტიდან შემოსავლები შემოვიდოდა ამ ქვეყანაში და ის შემოსავლები არ შემოსულა და ვერ შემოვა და მინიმუმ, რვა წელიწადი კიდევ პირიქით, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით გასავლებია დაგეგმილი და ახლა უკვე სახელმწიფოს, მინიმუმ 300 მილიონამდე სახსრების მობილიზება დასჭირდება და ვისი სახსრების? ბიუჯეტის და ხალხის! ანუ რვა წელიწადში რაც უნდა მიგვეღო ვერ მივიღეთ და იქით უნდა გავცეთ.

მეორე - მთელი რვა წლით დავკარგეთ ათასობით ადგილობრივი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა. დავკარგეთ პრესტიჟი და ავტორიტეტი საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება, რაც მთავრობამ გამოიჩინა პირველი კონსორციუმის წარმომადგენლების მიმართ, ეს არის შეუძლებელი დასანახად და მოსათმენად და საქართველოსკენ სერიოზულად გადმოსახედად იმ ხალხის მიერ, ვინც სხვა ტიპის საქმიანობას არის მიჩვეული. ჩვენ ასევე სერიოზული პოლიტიკური დანაკარგები მივიღეთ, ვინაიდან ამ ტიპის პროექტები და სავაჭრო ურთიერთობები, ქვაკუთხედია სტრატეგიული პარტნიორობის ჯაჭვში, რომლისკენაც საქართველო ესწრაფოდა, დღესაც ესწრაფვის კონსტიტუციით და ქართველი ხალხის განწყობებით, მაგრამ აქ ეჭვი გაჩნდა - სწორი იყო ეს სწრაფვა თუ არა. და პოლიტიკურად იმიტომ დავზარალდით, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ის სამყარო, რომელსაც ვესწრაფვით, ამ პროექტში ჩაგვება, არადა ამ კონსორციუმის მიხედვით ის ხალხი აქ იყო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები