დავით უსუფაშვილი - გააგრძელეთ ბატონებო ასე, გახდება ასით ნოლი

პარლამენტის წევრის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ათით ნოლი წააგო. 

მისივე თქმით, ხელისუფლება თუ ისევ გააგრძელებს ამ კანონის დაცვას, ოპოზიციის სასარგებლოდ ანგარიში ასით ნოლი გახდება.  

"პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით ოპოზიციისთვის გადასარევად მიდის ყველაფერი. უმრავლესობა და უმრავლესობის უმცირესობა, რომელიც სინამდვილეში უმრავლესობაა და მათ კანონს მოყვა ეს ვნებათაღელვა, ჯიუტად არ ტოვებს იმ მინდორს, რომელზეც უკვე წააგო ათით ნოლი ე.წ. რუსულ კანონპროექტის თაობაზე და აგრძელებს ამ კანონპროექტის დაცვას. გააგრძელეთ ბატონებო ასე, გახდება ასით ნოლი. პარტიულ-პოლიტიკურად გადასარევად არის საქმე! 

მეორე თემა, ასევე გადასარევად მიმდინარეობს საქმე, როდესაც "ოცნების“ ლიდერები ჯიუტად აგრძელებენ იმ ფრაზების გამეორებას, რომლებიც საქართველოში მეტ და მეტ ახალგაზრდასაც და არა მხოლოდ ახალგაზრდას კიდევ უფრო დაარწმუნებს იმაში, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა დაუშვებელი და შეუძლებელია. იმიტომ, რომ მათ ეძახიან მოტყუებულებს, რომ ვიღაცები შეუგზავნეს ვიღაცებმა და ასე აიყოლიეს და რომ გონი და აზრი არ გააჩნიათ და ასე გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში. განაგრძეთ ასე, გვაძახეთ ის ტერმინები, რაც დღეს გამოიყენეთ - ფაშისტები, მოღალატეები და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მიხვდება საზოგადოება, რომ არ მოითმინონ ეს ხელისუფლება, მაგრამ კარგია ეს თუ ცუდი სახელმწიფოებრიობად? ჩვენ პარლამენტში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენ კინკლაობაში ვინ წააგებს ვინ მოიგებს ის გამოვლინდეს, თუ ის საქმეები ვაკეთოთ, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები