ბელარუსში ტიხანოვსკაიას დაუსწრებლად თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯეს

მინსკის სასამართლომ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია დაუსწრებლად გაასამართლა და დაუსწრებლად თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ტიხანოვსკაია დამნაშავედ ცნეს „სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების შეთქმულებაში“.

ასევე, ბელორუსის ოპოზიციის ლიდერს ბრალი დასდეს "ექსტრემისტული ფორმირების შექმნასა და მის ხელმძღვანელობას, რომელსაც საჯაროდ მოუწოდებდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და ქმედებებისკენ, რომლებიც მიზნად ისახავდა ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას".

გარდა ამისა, ბელარუსის რეჟიმმა გაასამართლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი დიპლომატი პაველ ლატუშკო. მას დაუსწრებლად მიესაჯა 18-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მონაწილეობა მიიღო 2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც მის ქმარს ცესკომ ამის უფლება არ მისცა. მოგვიანებით სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს და ციხეში ჩასვეს.

უახლესი ამბები