თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სეფარეთში გაზიფიცირების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან, ასევე ძევრის, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატთან, მანუჩარ ფანჩულიძესთან და  შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" თერჯოლის სერვის ცენტრის საექსპლუატაციო სამსახურის უფროსთან მურად ლილუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

"სეფარეთი იყო თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ბოლო სოფელი. ამ ეტაპზე დასრულებულია გაზსადენი მაგისტრალისა და გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომლის დასრულების შემდეგ 50-მდე ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს და მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული“, - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, სოფელ სეფარეთის გაზიფიცირება ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხი იყო, რაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოგვარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები