სი ძინპინი - უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში, ასევე მივაღწიოთ შემდგომ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყნებში

ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ, მივაღწიოთ შემდგომ განვითარებას და კეთილდღეობას ამ პროცესში ჩვენს ქვეყნებში, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ძვირფასო პრეზიდენტო, მე ყოველთვის გიწოდებთ ჩემს ძვირფას მეგობარს. მოხარული ვარ, რომ თქვენი მოწვევით კიდევ ერთხელ ვეწვიე რუსეთს სახელმწიფო ვიზიტით, განსაკუთრებით ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემი შემდეგი ხელახალი არჩევის შემდეგ და მე ავირჩიე რუსეთი, როგორც ჩემი საგარეო ვიზიტის პირველი ქვეყანა.

ახლახან გაგახსენდათ, რომ ზუსტად ათი წლის წინ, როცა პირველად გავხდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაშინაც საზღვარგარეთ პირველი ვიზიტისთვის რუსეთი ავირჩიე.

ჩინური მხარე დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებას, რადგან ამას თავისი ისტორიული ლოგიკა აქვს, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მეზობელი ქვეყნები. ჩვენ ვართ ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთქმედების და თანამშრომლობის პარტნიორები და სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს.

მე ვიცი, რომ მომავალ წელს თქვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა შედეგების მიღწევასა და ქვეყნის კეთილდღეობაში. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კარგ წამოწყებებში.

ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ერთი და იგივე ან მსგავს მიზანს წინსვლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობითა და მჭიდრო ურთიერთობით აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზნებს ერთად.

ჩინეთ-რუსეთის საერთაშორისო სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისას ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა მივაღწიოთ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა და თანასწორობა მსოფლიოში, ხოლო მეორე მხრივ, ამ პროცესში მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების შემდგომ განვითარებასა და კეთილდღეობას", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.