მოსკოვში კრემლზე "თავდასხმის“ გამო პანიკაა - მერმა დრონები აკრძალა

მოსკოვი პანიკაშია 3 მაისის ღამეს კრემლზე "დრონის თავდასხმის" გამო. მოსკოვის ხელისუფლებამ დრონების გაშვება აკრძალა.

"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატების არასანქცირებული გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, რამაც შესაძლოა, გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა“, - წერს მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რუსეთის კანონმდებლობით უპილოტო თვითმფრინავების უნებართვო გაშვება არის დანაშაული, რომელიც ისჯება ადმინისტრაციულად და სისხლის სამართლის მუხლებით.

3 მაისის ღამეს კრემლის მახლობლად აფეთქებების ხმა გაისმა, რაზეც ინფორმაცია ინტერნეტში მოსკოვის მოსახლეობამ გაავრცელა.

მოგვიანებით, რუსებმა განაცხადეს, რომ თითქოს კრემლზე თავდასხმა დრონებით უკრაინამ სცადა.

ასევე 3 მაისის ღამეს კრასნოდარის მხარეში, ნავთობის საწყობში აფეთქება მოხდა. დღეს დილით კი სანკტ-პეტერბურგთან ახლოს აეროპორტში ხანძარი გაჩნდა.

უახლესი ამბები