ზედა და ქვედა ალისუბნის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

ზედა და ქვედა ალისუბნის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

მიმდინარე პროცესი დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილესთან მირზა ქოჩიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯემალ ისაკაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

"ჩვენთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დასკვნით ეტაპზეა ზედა და ქვედა ალისუბნის დამაკავშირებელ გზაზე  1 კმ-მდე არმირებული ბეტონის საფარის დაგება, რომლის შემდეგ სანიაღვრე არხები, ცხაურები და ბოგირები მოეწყობა, ასევე უახლოეს დღეებში დაიწყება თუზი-თავასის  საავტომობილო გზის მშენებლობა, პროექტი  შესაბამისი ვადებისა და ხარისხის დაცვით განხორციელდება“, - განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზედა და ქვედა ალისუბნის დამაკავშირებელ გზაზე "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გარე-განათება მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები