უკრაინის დაზვერვა - ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მძიმე იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ

რუსმა ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ ისინი ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შტურმისთვის მძიმე იარაღის გამოყენებით, - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

"ოკუპანტების სპეცსამსახური ირწმუნება, რომ ივლისის ბოლოს მოეწყობა თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებენ "თავდასხმის ჯგუფები“ და უსახელო "უკრაინის მოხალისე შეიარაღებული ნაწილები“, - აცხადებენ დაზვერვაში.

დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება მიუთითებდეს, რომ დამპყრობლები ამზადებენ "სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციას, რაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მასშტაბურ ავარიას გამოიწვევს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია რუსმა ოკუპანტებმა 2022 წლის 4 მარტს მოახდინეს. მას შემდეგ არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია სადგურის ტერიტორიის, რამდენიმე ელექტროსადგურის და გამაგრილებელი აუზის დანაღმვის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ემზადებიან ტერორისტული თავდასხმისთვის ელექტროსადგურზე, რასაც მოჰყვება რადიაციის გაჟონვა. რუსებმა ასევე რეკომენდაცია გაუწიეს იმ პირების ევაკუაციას, ვინც "როსატომთან" კონტრაქტს მოაწერა. მათ ტერიტორია 5 ივლისამდე უნდა დაეტოვებინათ. ყველაფრის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღემდე ნორმალურად მუშაობას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები