ცნობილი მომღერალი შინეიდ ო’კონორი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში ცნობილი ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი გარდაიცვალა. ცნობილი ვოკალისტისა და კომპოზიტორის გარდაცვალების დეტალები ჯერ უცნობია.

შინეიდ მარი ბერნადეტ ო'კონორი 1966 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მეამბოხე იყო, რთულ მოზარდს ეძახდნენ. სკოლიდან გარიცხვის შემდეგ ის ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. 15 წლის ასაკში მან  სკოლა მუსიკის გულისთვის მიატოვა. როდესაც ის 18 წლის იყო, დედამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

1985 წელს შინეიდ ო’კონორი ლონდონში გადავიდა, სადაც მისი მუსიკალური კარიერა სწრაფად განვითარდა. 1987 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი, The Lion the Cobra, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

წარმატება მოიპოვა პრინსის სიმღერის "Nothing Compares 2 U“ ქავერ-ვერსიით.

ო'კონორმა 2003 წელს დატოვა სცენა და გამოაცხადა, რომ აპირებდა თეოლოგიის შესწავლას. გამოშვებული აქვს 10-ზე მეტი ალბომი და 30 სინგლი.

2017 წელს ო'კონორმა აღიარა, რომ მას ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა და თვითმკვლელობისკენ მიდიოდა. 2018 წელს მან მიიღო ისლამი და სახელი შეიცვალა.

4-ჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა 4 შვილი. 2022 წლის იანვარში მომღერლის 17 წლის ვაჟმა თავი მოიკლა. ინტერვიუში ო'კონორმა რამდენჯერმე თქვა, რომ თავადაც ძალიან ახლოს იყო თვითმკვლელობასთან.

ერთი წლის წინ მან ყველა სპექტაკლი გააუქმა, ზოგიერთი ცნობით, სიცოცხლის ბოლო წლებში ის სიმსივნეს ებრძოდა.

მისი ბოლო საჯარო გამოჩენა იყო მარტში, როდესაც ის დაესწრო RTÉ Choice Music Prize-ს, სადაც მან მიიღო ჯილდო საუკეთესო ირლანდიური კლასიკური ალბომისთვის I Do Not Want What I Haven't Got, რომელიც 1990 წელს გამოვიდა.

უახლესი ამბები