ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ლეგენდარული მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა.

მომღერალი და სიმღერების ავტორი დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, მილანის სან-რაფაელის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის გადაიყვანეს.

მისმა მენეჯერმა დანილო მანკუსომ განაცხადა, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში კიდევ უფრო გაუარესდა.

ტოტო კუტუნიო 80 წლის ივლისში გახდა.

სალვატორე „ტოტო“ კუტუნიო 1943 წლის 7 ივლისს ტოსკანის რეგიონის ქალაქ ფოზდინოვოში, სიცილიელი დედისა და ტოსკანელი მამის ოჯახში დაიბადა. მისი დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სპეციაში გადავიდა. კარიერა დაიწყო როგორც დრამერმა, თუმცა მალევე ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც მის სიმღერებს ასრულებდა. ასევე წერდა სიმღერებს პოპულარულ ამერიკელ-ფრანგ მომღერალ ჯო დასენისთვის, მათ შორისაა მისი ყველაზე ცნობილი სიმღერები "L'été indien", "Et si tu n'existais pas", "Le Jardin du Luxembourg". კუტუნიომ დაწერა ასევე დალიდას "Laissez moi danser", რომელიც გამოსვლიდან სულ მალე პლატინის ჩანაწერი გახდა.

1976 წელს კუტუნიომ მონაწილეობა მიიღო სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალში, სადაც თავის ჯგუფ „ალბატროსთან“ ერთად მესამე ადგილი დაიკავა სიმღერით Volo 504.

1990 წელს მოიგო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საკუთარი კომპოზიციით "Insieme: 1992"; შესაბამისად, 1991 წლის კონკურსი რომში გაიმართა, რომელსაც ტოტო და ევროვიზიის სხვა ერთადერთი გამარჯვებული იტალიიდან (1964) — ჯილიოლა ჩინკუეტი უძღვებოდნენ.

კუტუნიო მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა თავის ჰიტით "L'Italiano (Lasciatemi Cantare)", რომელიც შესულია ალბომში "I Grandi Successi".

უახლესი ამბები