პოლონეთის ცაზე ბელორუსული ვერტმფრენები გამოჩნდნენ - ვარშავა აცხადებს, რომ ნატო ინფორმირებულია

ბელარუსის ორმა ვერტმფრენმა დღეს, 1 აგვისტოს, პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ისინი წვრთნებში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"მას შემდეგ, რაც მეთაურებმა და სამსახურების უფროსებმა წარმოადგინეს დასკვნები სიტუაციის ანალიზზე, დადგინდა, რომ დღეს, 2023 წლის 1 აგვისტოს, დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე ორი ბელორუსული ვერტმფრენის მიერ, რომლებიც საზღვართან წვრთნებს აწარმოებდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთა სასაზღვრო სოფელ ბელოვეჟის მიდამოში მოხდა, ვერტმფრენები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რის გამოც სარადარო სისტემების მიერ მათი დაფიქსირება არ მოხდა.

თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდა და დამატებითი ძალებისა და აქტივების, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენების გამოყოფა მოითხოვა.

"ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ნატო", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ასევე, ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ ბელარუსის საქმეთა დროებითი რწმუნებულს.

პოლონეთის სოფელ ბელოვეჟის მცხოვრებლებმა დღეს განაცხადეს, რომ ბელარუსის ორმა საბრძოლო თვითმფრინავმა - მი-24 და მი-8 მათ სახლებს გადაუფრინა.

ამავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საზღვრის დარღვევა არ მომხდარა, რადგან ეს არ დაფიქსირებულა პოლონეთის რადარების მიერ.

მსგავსი სიახლეები