პოლონეთის ელჩი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩემთვის "ადგილის მიჩენას" ცდილობდა

პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი გამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისთვის "ადგილის მიჩენას ცდილობდა".

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის "ადგილის მიჩენას", მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… მე ამ თემაზე, რა ახსნაც არ უნდა იყოს, არ ვილაპარაკებ. კატინში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრებიც დაიხოცნენ. ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება. ეს არ არის რელიგიურ გრძნობებთან ან ემოციებთან დაკავშირებული პრობლემა, რომ თითქოს მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ხომ?! რომ ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ. არა, ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ის უნდა მიიღო, როგორც დაავადებისას დიაგნოზი", - განაცხადა პოლონეთის ელჩმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიბარეს თუ არა ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩმა აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ იყო არაოფიციალური შენიშვნა.

"არა, არა. სიმართლე გითხრათ… დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ იყო გარკვეული არაოფიციალური შენიშვნა. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, მე, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება," - განაცხადა მარიუშ მაშკევიჩმა.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

2022 წელს პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს მოუწოდა, სულ მცირე "ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გაეკეთებინა" და გორში სტალინის მუზეუმი დაეხურა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fsovanews%2Fvideos%2F1122481928920129%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>