პოლონეთის სეიმი 11 დეკემბერს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას უყრის კენჭს

11 დეკემბერს პოლონეთის სეიმი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებას და ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას უყრის კენჭს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი სეიმის წინაშე ანგარიშით წარდგება, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. თუ სეიმი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მთავრობა გადადგება და დონალდ ტუსკი ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

როგორც მედია აღნიშნავს, ახლა ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარია, რომ მორავეცკის მთავრობა არ მიიღებს ნდობას და თანამდებობას დატოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დონალდ ტუსკს  კი ახალი მთავრობის ფორმირება დაევალება.

პრემიერობის მთავარი კანდიდატი დონალდ ტუსკი ელოდება, რომ მთავრობისთვის ხმის მიცემა ასევე გაიმართება 11 დეკემბერს, 13 დეკემბერს კი ფიცს დადებს.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგად სეიმის 460 წევრი აირჩიეს. არჩევნების შედეგებით უმრავლესობა ოპოზიციამ მიიღო. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები