დუდა - ლეხ კაჩინსკი საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების მომხრე იყო, სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს

ლეხ კაჩინსკი ნატოს გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის მიღების, ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი მხარდამჭერი იყო, სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

"ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.

პოლონეთის რესპუბლიკის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ, თბილისის ცენტრიდან თავისუფალ მსოფლიოს გაერთიანებისკენ და რუსეთის იმპერიული მისწრაფებების წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდა და გაგვაფრთხილა: "დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები.

პროფესორი ლეხ კაჩინსკი, ჩემი მასწავლებელი, ნატოს გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის მიღების, ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი მხარდამჭერი იყო. სამწუხაროდ, მაშინ მას არ მოუსმინეს, თავს დაესხნენ, მის იდეებს ძირს უთხრიდნენ, მაგრამ ის მართალი იყო. მისი სიტყვები ისტორიამ დაადასტურა და ეს არის გაკვეთილი, საიდანაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს", - განაცხადა დუდამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები