დუდა - პირისპირ ვისაუბრებთ, როგორც ორი მეგობარი, რომლებსაც სურთ, გადაჭრან სხვადასხვა რთული სიტუაციები

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ მარცვლეულის სკანდალის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავის მეგობრად მიიჩნევს.

TVN 24-თან ინტერვიუში დუდამ აღნიშნა, რომ მზადაა ზელენსკისთან შესახვედრად.

"როცა საშუალება მექნება, აუცილებლად დაველაპარაკები, მაგრამ კამერების წინ ნამდვილად არ ვისაუბრებთ, მხოლოდ, როგორც არაერთხელ ვთქვით, პირისპირ ვისაუბრებთ, როგორც ორი მეგობარი, რომლებსაც სურთ, გადაჭრან სხვადასხვა რთული სიტუაციები“, - განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ თეთრ სახლში თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯო ბაიდენთან შეხვედრისას უპასუხა პოლონელი ჟურნალისტის კითხვას, შეშფოთებულია თუ არა ის, რომ უკრაინა "კარგავს პოლონეთს“.

"ჩვენი მეგობრები, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ პოლონელი ხალხის, პოლონეთის საზოგადოების მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

15 სექტემბერს ვარშავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვას გაახანგრძლივებს. უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა. დენის შმიგალმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინამ გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტი აკრძალოს. აღნიშნულს პოლონეთი აგრესიულად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აკრძალავს უკრაინული პროდუქციის უფრო დიდი სიის იმპორტს პოლონეთში.

მოგვიანებით კიევმა ვარშავას შესთავაზა კონსენსუსი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, რომელიც "ფაქტობრივად ითვალისწინებს პოლონელი ფერმერების ყველა შეშფოთებას“.

შედეგად, უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ რობერტ ტელუსმა განიხილეს ვითარება მარცვლეულის ემბარგოს გარშემო, ასევე უკრაინის წინადადება მისი მოგვარების შესახებ და შეთანხმდნენ, იპოვონ გამოსავალი, რომელიც ითვალისწინებს ორივე ქვეყნის ინტერესებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები