თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა აქტიურად ხორციელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა აქტიურად ხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ოჯახში, პირადად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი იმყოფებოდნენ, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს და სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდნენ.

"ამ მიმართულებით, შემოსულ განცხადებებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება განიხილავს. ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში, ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების გაძლიერება, სამიზნე ჯგუფს დაეხმაროს სხვადასხვა პირველადი საჭიროების მქონე ნივთების შეძენაში.

სამუშაო შეხვედრას ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ლაშა ლანჩავა, ასევე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომელი ნინო ხუჯაძე და სოფელ თუზში მერის წარმომადგენელი მამუკა გოგბერაშვილი ესწრებოდნენ", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fterjolismeria%2Fposts%2Fpfbid02q1eHCbTYwhDYsfxqUqJZYdEKAZ3aY4uNpTasDPGqmV3zdnQ4U3CyURC4scYGM5fzl&show_text=true&width=500" width="500" height="748" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>