თერჯოლის მერმა შშმ ბავშვთა სასწავლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრების აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი და სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი მაია თორთლაძე შშმ ბავშვთა სასწავლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრების აღსაზრდელებს ესტუმრნენ, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი შშმ ბავშვთა სასწავლო სარეაბილიტაციო დღის ცენტრია, სადაც საერთო ჯამში 23 აღსაზრდელი იღებს განათლებას.

მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით ორივე დღის ცენტრს მათივე საჭიროებების მიხედვით გაეწია დახმარება.

დღის ცენტრი "საპოვნელა" ქ.თერჯოლის მე-3 საბავშვო ბაღის ახალ გარემოში გააგრძელებს ფუნქციონირებას.

დღესვე, ხელმძღვანელი პირები ზედა ალისუბნის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე პერფორმანსი წარმოადგინეს.

ღონისძიებას ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბუცხრიკიძე, მერის წარმომადგენელი გაგა აბჟანდაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები