თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო ამანათების გაცემა დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადგომით განხორციელდა და მასში მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ასევე მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი მონაწილეობდნენ.

ხელმძღვანელი პირები სოციალურად შეჭირვებულ ბენეფიციარებს სახლში ესტუმრნენ, სასურსათო კალათები პირადად გადასცეს და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს.

სასურსათო პაკეტი ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს, რომელიც ჯამში 100-მდე ბენეფიციარს გადაეცა.

სასურსათო პროდუქტები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცზე გადანაწილდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები