ირაკლი ნადირაძე - მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, არამედ დამკვეთები და ორგანიზატორები

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები გლდანში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეებისა და დანაშაულის ორგანიზატორების დაკავებას და "ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, უკვე არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს.

"გუშინ ყველა ერთად გავხდით უმძიმესი დანაშაულის მოწმეები. „ქართული ოცნების“ „ტიტუშკების“, პოლიციის, სუსის „ნასეტკების“ მონაწილეობით ვნახეთ დანაშაულებრივი ჯგუფური თავდასხმა, მათ უმოწყალოდ სცემეს ჩვენი კოლეგა საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა შექმნა ისეთი ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი საკრებულოში გამოდის და ითხოვს, დაისაჯოს რუსეთის აგენტი ფარცხალაძე, ითხოვს, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს რუსული მმართველობა, რუსული მთავრობა, მზად არიან, სახლთან დახვდეს სუს-ის 40-მდე აგენტი, სუს-ის „ნასეტკა“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ბავშვების, ქალების, მშობლების თვალწინ. რომ არა კახი კალაძე, რომ არა სუსი, რომ არა პოლიცია, ეს მხდალები, ლაჩრები, არაადამიანები, არაკაცები ამას ვერ გაბედავდნენ. სამწუხაროდ, უკვე არაერთი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა ხდება და ამაზე პასუხს არავინ აგებს. ჩვენ კითხვები გვაქვს, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, რადგან ეს იყო გაგრძელება იმ ინციდენტის, რომელიც საკრებულოში დაიწყო, კრიტიკულ აზრს მოჰყვა, ასევე კითხვები გვაქვს სუსთან, პოლიციასთან, კახი კალაძესთან.

მოვითხოვთ, დაისაჯონ არა მხოლოდ ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეები, სუსის „ნასედკები“, არამედ დაისაჯონ დამკვეთები და ორგანიზატორები, რომლებიც უნდა ვეძებოთ „ქართულ ოცნებაში“, სუსსა და პოლიციაში. გარდა ამისა, ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ გუშინ დაპატიმრებული ადამიანები, დაკავებულია ჩვენი კოლეგა ზვიად კუპრავა, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე. ეს ადამიანები დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ გაუჩნდათ კითხვები მაშინ, როდესაც იკრიბებოდა 40-50 ადამიანი გროვდებოდა და ცნობილი ხდებოდა ორგანიზებული დანაშაულის, სად იყო პოლიცია“, – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები